პროექტები


სსიპ აბაშის  მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის  საჯარო ბიოლოგიის მასწავლებლის რუსუდან შუბლაძის  სოციალური პროექტი
საგანი - ბიოლოგია
პროექტის სახელწოდება -  დავასუფთავოთ ჩვენი სოფელი
პროექტის მიზანი -  მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.კომუნიკაციის უნარის განვითარება.შემოქმედებითი უნარების განვითარება.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებს და თემის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ საკმარისი ცოდნა პოლიეთილენის ნარჩენების მავნე ზემოქმედებაზე გარემოსთვის,ასევე,იმასთან და კავშირებით,რომ პოლიეთილენის ნარჩენი სასარგებლოდ შეიძლება იქნას გამოყენებული.
სამიზნე ჯგუფი/კლასი (კლასები) - საბაზო საფეხურის VI-IX კლასების 20მოსწავლე        
მისაღწევი შედეგები:ბუნ.VI .11.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.            
 ბუნ.IX.9  . ბიოლ.IX.8.მოსწავლე  შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებ  შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
შეფასება:ფასდება პროექტში ჩართულობა,უსაფრთხო ქცევის წესებისდაცვა,პრეზენტაციის უნარი,შემოქმედებითი უნარები


                                                       პროექტის  გეგმა

N
       შესასრულებელი    აქტივობა
შესრულების დრო, შემსრულებელი
1
2
3
4
5 შემსრულებელი
1
 საინფორმაციო ტიპის შეხვედრა .ინფორმაციის მიწოდება პოლიეთილენის მასალაზე და სუფთა გარემოს მნიშვნელობაზე

მეორე სემესტრის დასაწყისი
იანვარი


პროექტი ხელმძღ.  და სამიზნე ჯგუფი
2

მოწოდების გამომხატველი პლაკატების დამზადება და თემში გაკვრა
ეტაპობრივად, მეორე სემესტრი
მარტი

პროექტი ხელმძღ.  და სამიზნე ჯგუფი
3
 სტუმრობა მეზობელ სკოლაში და ინფორმაციისმიწოდება აქტივობაში ჩართვის მიზნით


 მარტი


პროექტი ხელმძღ.  და სამიზნე ჯგუფი
4
ჩვენი და მეზობელი სკოლის მიმდებარე გარემოს დასუფთავება პოლიეთილენის ნარჩენებისაგან



აპრილის დასაწყისი

პროექტი ხელმძღ.  სამიზნე ჯგუფი,მეზობელი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.თემის რამდენიმე წარმომადგენელი
5
 ნარჩენების დახარისხება(უკიდურესად გამოუსდეგარი ნარჩენები დავწვით)




 აპრილის მეორე ნახევარი
ორივე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები
6
პოლიეთილენის ნარჩენებისგან ლამაზი ნივთების დამზადება  და გამოფენის მოწყობა




აპრილის ბოლო
პროექტის ხელმძღვანელი ,სამიზნე ჯგუფი
10
პროექტის პრეზენტაცია- შეჯამება




მაისი
პროექტის ხელმძღვანელი,მოსწავლეები სამიზნე ჯგუფიდან.








პროექტის  რეფლექსია   „დავასუფთავოთ ჩვენი სოფელი“
მაწავლებელი: რუსუდან შუბლაძე
სკოლა:სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლა
საგანი: ბუნებისმეტყველება,ბიოლოგია
კლასი: VI-IX კლასის  მოსწავლეები

პროექტებით სწავლება ერთ-ერთი აქტუალური თემაა დღევანდელ სასკოლო ცხოვრებაში,პროექტებზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო  მიდგომას წარმოადგენს. ამ მიდგომით სწავლება მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს საგანობრივი ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინოს დავალებების დამუკიდებლად ან ჯგუფთან ერთად შესრულების პროცესში.სწორე ამიტომ,მოსწავლეებთან ერთად  დავგეგმე პროექტი „ დავასუფთავოთ ჩვენი სოფელი“
მიზნად დავისახე :
Ø  მოსწავლეთა ეკო-კულტურის ცნობიერების ამაღლება;
Ø  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა;
Ø  ინფორმაციის მოძიებისა უნარ- ჩვევების განვითარება;
Ø  საკომუნიკაციო და შემოქმედებითი უნარების განვითარება
    პროექტის განხორციელების საჭიროება იყო ,რომ მოსწავლეებს და არა მარტო მათ არამედ მშობლებსა და  თემის წარმომადგენლებს, არ ჰქონდათ საკმარისი ცოდნა პოლიეთილენის ნარჩენების მავნეობის შესახებ გარემოში,ასევე იმასთან დაკავშირებით,რომ ამ ნარჩენებისგან შესაძლებელია ლამაზი ნივთების შექმნა.
პირველ ეტაპზე დავამზადებბით მოწოდების გამომხატველ პლაკატებს და გავაკრავდით თემში.პირველ ეტაპზე გვქონდა საინფორმაციო ტიპის შეხვედრა ,რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის სუთა გარემოს მნიშვნელობის და პოლიეთილენის მასალასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას.შემდეგ მოსწავლეებმა დაამზადეს მოწოდების გამომხატველი პლაკატები და გააკრეს თემში.შევხვდით მეზობელი სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს და მოვუწოდეთ აქტივობაში ჩართვისთვის, რაც მიზნად ისახავდა თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.ჩავატარეთ გარემოს დასუთავების აქცია,შევაგროვეთ ნარჩენები ,ნაწილი დავწვით(უკიდურესად  გამოუსადეგარი)ნაწილი შევინახეთ და მისგან ლამაზი ნივთები დავამზადეთ.ამის შემდეგ მოვაწყვეთ ნაკეთობების გამოფენა და პრეზენტაცია.ყოველივე ეს მიზნად ისახავდა  შემოქმედებითი ,ანალიტიკური და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.პროექტის ამსახველი ფოტო მასალა გამოვაქვეყნეთ ბლოგზე rusoshubladze.blogspot.com



                ჩემი აზრით დასახულ მიზანს მივაღწიე,მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა და გამოცდილება სუფთა გარემოს შესახებ , ნარჩენების მართვის შესახებ,განუვითარდათ შემოქმედებითი უნარი, ყველა აქტივობა განხორციელდა გეგმის შესაბამისად ,ამ პროექტის წარმატებად მივიჩნევ იმას ,რომ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული მთელი პროექტის მსვლელობაში , მოტივაცია ჰქონდათ მაღალი და ასევე განუვითარდათ მაღალი სააზროვნო უნარები.
               მომავალში ვაპირებ მსგავსი პროექტები დავგეგმო და განვახორციელო , ამიტომ შევეცდები უფრო ფართო მაშტაბური გავხადო ,კიდევ ვითანამშრომლო მეზობელ სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან,რათა მოსწავლეებს განვუვითარო თანამშრომლობის უნარი.















Комментариев нет:

Отправить комментарий